logo_geo
eng_logo
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას წყვეტს
- +

28 იანვარი. 2017. 14:12




ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას ახალი კლინიკის მშენებლობის გამო წყვეტს. ამის შესახებ „პირველს" რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკის დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა განუცხადა.


ხალვაშმა „პირველთან" საუბარში აღნიშნა, რომ ახალი კლინიკის მშენებლობა მომავალი წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს.


„კლინიკაში მცირე წყვეტა იქნება. რაც შეეხება საავადმყოფოს პერსონალს, კონკრეტულად ამ დროის განმავლობაში, სამ ცენტრში გადანაწილდებიან და ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას", - აცხადებს ხალვაში.


აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე „პირველთან" საუბარში განმარტავს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი შენობა მოძველებული იყო და შესაბამისად, თანამედროივე სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.


„ახალ კორპუსში, რომლის რეაბილიტაცია დაწყებულია, მოეწყობა თანამედროვე ევროპული სტანდარტული დონის სამედიცინო ცენტრი, სადაც იქნება ყველა პირობა შექმნილი, რომ პაციენტმა მიიღოს სრული, ევროპული დონის სამედიცინო მომსახურება. აგრეთვე უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მედდის გადამზადება უნდა მოხდეს. უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ ახალ კლინიკაში ახალ ტექნოლოგიებთან და სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მუშაობა სრულყოფილად შეეძლოთ. კონკრეტულად, ეს პერიოდი სწორედ ამ თანამშრომლებმა უნდა დაუთმონ გადამზადების პროცესს. გასაგებია, რომ მედდმა მუშაობდა კლინიკაში 40 წლის განმავლობაში, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები გადამზადებასა და ახალი ტექნოლოგიების პროცესში ჩართვას მოითხოვს. იმედს გამოვთქვამ, რომ უსამსახუროდ არავინ დარჩება. ამ კლინიკის ფუნქციონირების წყვეტის ხარჯზე ბათუმს ექნება ახალი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი", - აცხადებს მიქელაძე.

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner