„მოსამართლე რობერტს, პრეზიდენტო კარტერ, პრეზიდენტო კლინტონ, პრეზიდენტო ბუშ, პრეზიდენტო ობამავ, ძვირფასო ამერიკელებო და ადამიანებო მთელი მსოფლიოდან - გმადლობთ", - ასე დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვა.
ტრამპის თქმით, ამიერიდან ამერიკა ხალხს დაუბრუნდება და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
„დღვანდელ ცერემონიას განსაკუთრებული მნიშვნელობა და სულისკვეთება აქვს. დღეს ჩვენ ხელისუფლებას გადავცემთ არა ერთი ადმინისტრაციიდან მეორეს, არა ერთი პარტიიდან მეორე პარტიას, დღეს ჩვენ ხელისუფლებას გიბრუნებთ თქვენ - ამერიკელ ხალხს!
ძალიან დიდხანს ადამიანთა მცირე ჯგუფი ტკბებოდა ძალაუფლებით, ხალხმა კი ამისთვის დიდი ფასი გადაიხადა. ვაშინგტონი ყვაოდა, მაგრამ ადამიანებს მის სიმდიდრეზე ხელი არ მიუწვდებოდათ. პოლიტიკოსები შესანიშნავად ცხოვრობდნენ, ვიდრე სამუშაო ადგილები უცხოეთში გაედინებოდა და ქარხნები იხურებოდა. ელიტა იცავდა არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ საკუთარ თავს. მათი გამარჯვება არ იყო თქვენი გამარჯვება, მათ ტრიუმფი - თქვენი ტრიუმფი, და ვიდრე ისინი საკუთარ წარმატებებს ვაშინგტონში ზეიმობდნენ, გაჭირვებულ ოჯახებს ზეიმისთვის არ ეცალათ.
ყველაფერი შეიცვლება აქ და ახლა! რადგან დღეს თქვენი დღეა, ის თქვენ გეკუთვნით. ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და ყველას, ვინ მთელი ამერიკის მასშტაბით გვიყურებს, ეს თქვენი დღეა, თქვენი დღესასწაული, თქვენი ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი ქვეყანაა", - განაცხადა ტრამპმა.