უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით დღეს დანიშნული რეისი აღარ შესრულდება. რეისი 18:00 საათზე იყო დანიშნული.
ასევე გაუქმდა სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით დღეს, 17:50 საათზე დაგეგმილი ავიარეისიც გაუქმდა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, დღესვე, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტში დაეშვა.