logo_geo
eng_logo
დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-მილანის რეისი გადაიდო
- +

29 იანვარი. 2017. 12:48


 


დიდთოვლობის გამო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანის მიმართულებით დაგეგმილი რეისი გადაიდო. აეროპორტში მყოფ მგზავრებს რეისის გადადების გამო სასტუმროში გადაიყვანენ.


„როგორც გვითხრეს, რეისი დიდთოვლობის გამო გადაიდო. დროებით სასტუმროში გადავყავართ, ხოლო ფრენა ხვალ 13:00 საათისთვის განახლდება", - აღნიშნეს მგზავრებმა.


ქუთაისში მთელი ღამე თოვდა, თუმცა ნალექს განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია. შესაბამისი ტექნიკა ქალაქში დილიდანაა მობილიზებული და მიმდინარეობს გზების გაწმენდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner