logo_geo
eng_logo
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
- +

29 იანვარი. 2017. 17:55




სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის I მიკრორაიონის N23ა კორპუსთან,  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალსადენის 300 მმ-იან თუჯის მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.


წყალსადენის ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე, სანიტარული და სამშენებლო ნორმების დარღვევით დაშენებულია ნაგებობა, რის გამოც აღდგენითი სამუშაოების წარმოება სპეცტექნიკის გამოყენებით ვერ მოხერხდა. ამჟამად, ბრიგადები მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში ხელით მუშაობენ.


ურთულესი დაზიანების აღმოფხვრა დღეს, 29 იანვარს, საღამოს 21:00 საათისთვის მოხერხდება.


აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგება შეზღუდული აქვთ:


სამგორის რაიონში:

ვარკეთილი 3-ის  I, II და III  მიკრორაიონებს.


წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ  ფაუერი"  მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.


დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner