logo_geo
eng_logo
ბათუმში ხანძრის შედეგად 70-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა
- +

29 იანვარი. 2017. 21:27


 


29 იანვარს, ბათუმში, ბენზის დასახლებაში  ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად 12 ოჯახს სახლი დაეწვა. 70-მდე ადამიანი ღია ცის ქვეშაა დარჩენილი. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტროგადამცემი ხაზების გაუმართაობა სახელდება.


დაზარალებულებს ბათუმის მერიამ დროებით ქირით ცხოვრება შესთავაზა. მოსახლეობა თვითმმართველობის შეთავაზებაზე, დროებით ალტერნატიულ ფართში იცხოვრონ დათანხმდა, თუმცა ისინი ბათუმის სოციალურ სახლში ბინას ითხოვენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner