გამოცემა Economist-მა 2016 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნების დემოკრატიის ინდექსს განსაზღვრავს. დემოკრატიის ინდექსის მიხედვით საქართველოს 5.93 ქულა აქვს. აღნიშნული შედეგის შესაბამისად, იგი 4 პოზიციით დაწინაურდა და 82-ე ადგილიდან 78 ადგილზე გადაინაცვლა.
ბალტიისპირეთის შემდეგ, დემოკრატიული განვითარების მხრივ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საქართველო და მოლდოვა ლიდერობენ.