logo_geo
eng_logo
31 იანვარს საქართველოში -5-დან -25 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი
- +

30 იანვარი. 2017. 12:43


 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა -5-დან -25 გრადუსამდე დაეცემა.


„დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -5, ზოგან -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -13, -16, მთიან რაიონებში -15, -18, მაღალმთაში -22, -25, დედაქალაქში -6, -8 გრადუსამდე დაეცეს. სუბტროპიკულ ზონაში ძლიერმა აცივებამ შესაძლებელია ციტრუსოვანი, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner