logo_geo
eng_logo
„ალდაგში“ მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ შენობა-ნაგებობაა დაზღვეული“
- +

30 იანვარი. 2017. 14:25



სადაზღვევო კომპანია „ალდაგის" ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ალდაგში" მხოლოდ და მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს" შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება.


„დღევანდელი ხანძრის შედეგად დაზიანდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში" დაზღვეული სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს" კუთვნილი შენობა-ნაგებობა. ჩვენი ჯგუფები ინფორმაციის მიღებისთანავე ჩართულები არიან ზარალის რეგულირების პროცესში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. ამ ეტაპზე შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზების და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად. ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება", - განაცხადა ვახტანგ ებიტაშვილმა.


ებიტაშვილის თქმით, აღნიშნული შენობა-ნაგებობა დაზღვეულია 6 მილიონ ლარად.


„ზიანის ოდენობა გვეცოდინება ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ასევე შენობის გარემონტებას მისი აღდგენის შემთხვევაში, ხოლო თუ შენობა ავარიული გახდა და მისი აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელია, ბუნებრივია, სრულ ზიანზე იქნება საუბარი", - განაცხადა ებიტაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner