logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

30 იანვარი. 2017. 14:28



ისნის  რაიონში, გახოკიძის ქუჩა N153-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წყალსადენის 900 მმ-იან თუჯის მაგისტრალურ ქსელზე,  დაზიანების სალიკვიდაციოდ ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას  GWP ავრცელებს.

 

„წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთი 4 მეტრი სიღრმეზეა განთავსებული. ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყო სამუშაო ჯგუფები, სპეცტექნიკა და დაზიანების სირთულის დასადგენად, უწყვეტ რეჟიმში, სადიაგნოსტიკო სამუშაოები მიმდინარეობდა.


ამჟამად ტექნიკური ბრიგადები, დაზიანების აღმოსაფხვრელად, სამუშაოებს აგრძელებენ - დაზიანებული ქსელის
3 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 31 იანვრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული იქნება:


სამგორის რაიონში:

ვაზისუბნის  დასახლებას და  მიკრორაიონებს, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონს, ჯავახეთის ქუჩა N66, 68-ს, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ონაშვილის  ქუჩებს და მე-8 ლეგიონის დასახლებას.

 

 

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანიაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიმოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

 

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner