ისნის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N153-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წყალსადენის 900 მმ-იან თუჯის მაგისტრალურ ქსელზე, დაზიანების სალიკვიდაციოდ ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.
„წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთი 4 მეტრი სიღრმეზეა განთავსებული. ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყო სამუშაო ჯგუფები, სპეცტექნიკა და დაზიანების სირთულის დასადგენად, უწყვეტ რეჟიმში, სადიაგნოსტიკო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ამჟამად ტექნიკური ბრიგადები, დაზიანების აღმოსაფხვრელად, სამუშაოებს აგრძელებენ - დაზიანებული ქსელის 3 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 31 იანვრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული იქნება:
სამგორის რაიონში:
ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონს, ჯავახეთის ქუჩა N66, 68-ს, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ონაშვილის ქუჩებს და მე-8 ლეგიონის დასახლებას.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.