logo_geo
eng_logo
„ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს
- +

30 იანვარი. 2017. 15:24



„ბავშვთა სამყაროს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.


მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ზარალმა რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.


„დირექცია თავის პასუხისმგებლობას გრძნობს და იღებს საკუთარ თავზე, ამასთან, ჩვენ გვსურს, დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ხანძრის ხელოვნურად გაჩენის თაობაზე, სრულად გამოვრიცხავ. მე ვთხოვ მედიას და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ შექმნილი ვითარების პოლიტიკურ ჭრილში გადატანისგან", - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner