„ბავშვთა სამყაროს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.
მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ზარალმა რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.
„დირექცია თავის პასუხისმგებლობას გრძნობს და იღებს საკუთარ თავზე, ამასთან, ჩვენ გვსურს, დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ხანძრის ხელოვნურად გაჩენის თაობაზე, სრულად გამოვრიცხავ. მე ვთხოვ მედიას და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ შექმნილი ვითარების პოლიტიკურ ჭრილში გადატანისგან", - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.