საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩუმათელეთი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში „რეპორტიორს" განუცხადეს, ამ დროისთვის ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღმდგარია.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.