logo_geo
eng_logo
ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- +

30 იანვარი. 2017. 15:54



საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩუმათელეთი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.


როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში „რეპორტიორს" განუცხადეს, ამ დროისთვის ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღმდგარია.


„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner