logo_geo
eng_logo
დავით თევზაძე იუბილარია
- +

30 იანვარი. 2017. 16:40



დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის დაბადების დღეა. მას 68 წელი შეუსრულდა.


დავით თევზაძე 1949 წლის 30 იანვარს ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1971 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1978 წელს-უცხო ენების ინსტიტუტი. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, სადაც მას მეცნიერ-მკვლევარის თანამდებობა ეჭირა. ამავე პერიოდში ის ფილოსოფიასა და მათემატიკურ ლოგიკას ასწავლიდა თსუ-ში. ის ასევე დაინტერესებული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლებით და 1989 წელს საქართველოს კარატეს ფედერაციის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი გახდა.


1991 წელს დავით თევზაძე მოხალისედ შეუერთდა საქართველოს ეროვნულ გვარდიას, ხოლო 1993 წლიდან - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მონაწილეობდა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში. მხედრული მამაცობისათვის, 1993 წელს, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დავით თევზაძე სამხედრო განათლების მისაღებად იგზავნება იტალიაში (1994წ.), გერმანიაში (1995 წ.) და ამერიკის შეერთებულ შტატებში (1996-97 წ.წ.). აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ის ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსად, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1998 წლიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრად და შეირაღებული ძალების მთავარსარდლად. თევზაძე თავდაცვის მიისტრის თანამდებობას 2004 წლამდე იკავებდა.


2015 წლის აპრილში დავით თევზაძემ დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა - „საქართველო მშვიდობისათვის", ხოლო ამავე წლის 11 ოქტომბერს, საზოგადოების ბაზაზე დაფუძნდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშვიდობისათვის", რომლის  თავმჯდომარედ დავით თევზაძე აიჩიეს.


„რეპორტიორი" ულოცავს ბატონ დავით თევზაძეს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს!


აქვე, გთავაზობთ ჟურნალისტ თამარ მოლაშვილის ინტერვიუს დავით თევზაძესთან:


 

 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner