საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ ეროვნული ბანკი „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ფინანსურ ინსტიტუტებთან უშუამდგომლებს, რათა შესაძლებელი გახდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება.
შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, საკუთარ ნაწილში, მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
შეგახსენებთ, რომ დღეს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" ცეცხლი გაჩნდა. დამწვარია მთლიანად შენობა. ასევე დაიწვა შენობის მიმდებარე საბითუმო ბაზრობის ტერიტორიაც. ადგილზე მობილიზებულნი არიან და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.