logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

31 იანვარი. 2017. 14:24




ვაკის რაიონში, ქავთარაძის ქუჩა N1-თან, ჰიპერმარკეტ „გუდვილთან", კერძო სამშენებლო კომპანიამ, შენობის დემონტაჟისას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"  სახანძრო ჰიდრანტი დააზიანა.

 

„ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელ სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოების დაწყება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 31 იანვრს, 12:30 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული იქნება:


საბურთალოს რაიონში:

ვაჟა ფშაველას N48-დან - N74-ის ჩათვლით; ყაზბეგის გამზირს N30-დან - N48-ის ჩათვლით, ქავთარაძის ქუჩას და შანხაის დასახლებას.

 

 

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანიაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიმოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

 

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner