ვაკის რაიონში, ქავთარაძის ქუჩა N1-თან, ჰიპერმარკეტ „გუდვილთან", კერძო სამშენებლო კომპანიამ, შენობის დემონტაჟისას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სახანძრო ჰიდრანტი დააზიანა.
„ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელ სამუშაოები მიმდინარეობს.
ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოების დაწყება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 31 იანვრს, 12:30 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული იქნება:
საბურთალოს რაიონში:
ვაჟა ფშაველას N48-დან - N74-ის ჩათვლით; ყაზბეგის გამზირს N30-დან - N48-ის ჩათვლით, ქავთარაძის ქუჩას და შანხაის დასახლებას.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.