logo_geo
eng_logo
გიორგი მაჭავარიანი: თანახმა ვართ, მიმდინარე წლის მოგება დაზარალებულ ხალხს გადავუნაწილოთ
- +

31 იანვარი. 2017. 16:46




„ბავშვთა სამყაროს" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აქციონერთა უმეტესობა მზად არის, მიმდინარე წლის მოგება ხანძრისგან დაზარალებულ ხალხს გაუნაწილონ.


„ყოველ წელს აქციონერები ვინაწილებთ დივიდენდებს, ანუ მიმდინარე წლის მოგებას. ჩვენ, აქციონერთა უმეტესობას გადაწყვეტილი გვაქვს მოვიწვიოთ კრება, სადაც აღნიშნულ წინადადებას გავაჟღერებთ. იმ შემთხვევაში, თუ ყველა აქციონერი დათანხმდება ამ პირობას, მაშინ ჩვენ მოვახდენთ მიმდინარე წლის მოგების დაზარალებული ხალხისთვის გადანაწილებას. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ეს გადაწყვეტილება მისაღები იქნება ინდივიდუალურად და არ იქნება სავალდებულო", - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.


„ბავშვთა სამყაროში" არსებულ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით გიორგი მაჭავარიანმა განმარტა, რომ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟებული იყო.

 

„ჩვენ გვქონდა გაყვანილობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ახლაც არის ჭერში შემორჩენილი. თუ რამდენად ჩაირთო და რამდენად იმუშავა აღნიშნულმა სისტემამ, ამას უკვე გამოძიება დაადგენს", - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner