8 მარტის დღესასწაულისთვის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აცხადებს საბავშვო ნახატების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შვილები და შვილიშვილები შეძლებენ.
გამარჯვებულების ნახატებისგან დამზადდება სადღესასწაულო მისალოცი ბარათები, რომლებიც 8 მარტს ქალბატონ ვეტერანებს დაურიგდებათ.
კონკურსის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს ვეტერანთა შვილების ნამუშევრები და ხელი შეუწყოს შემოქმედი ახალგაზრდების ნიჭის განვითარებას.
კონკურსის პირობები:
საკონკურსოდ კონკურსანტისგან მიიღება ნახატები (ფერწერა,გრაფიკა) , რომლებიც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე უნდა აიტვირთოს. ნახატების მიღება 7 თებერვლამდე გაგრძელდება. კონკურსში იქნება სამი საპრიზო ადგილი. გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც ხელოვანი ვეტერანები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან.
გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
I ადგილი - პლანშეტი
II ადგილი - ელექტრონული წიგნი (ქინდლი)
III ადგილი - სახატავი აქსესუარები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.
8 მარტს კონკურსში მონაწილე ყველა პატარა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, სადაც გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
საკონკურსო ნაშრომები მიიღება სამსახურის ოფიციალური „ფეისბუქის" გვერდის მეშვეობით.
საკონკურსო ნაშრომს თან დართული უნდა ჰქონდეს შემდეგი ინფორმაცია: კონკურსანტის დაბადების მოწმობა, ვეტერანი ოჯახის წევრის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა, ტელეფონის ნომერი (მობილური და სახლის).