logo_geo
eng_logo
მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების დახმარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
- +

1 თებერვალი. 2017. 15:27


 


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდს „სავსე გულით" შორის გაფორმებული  მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროში მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების დახმარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.  პროგრამის მიზნებსა და მიმართულებებზე საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების დახმარების პროგრამის მთავარი მიმართულებებია პატიმართა და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური მომსახურება, პროფესიული უნარების განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა მცირე ბიზნესში და ასევე, იურიდიული დახმარება.



შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქველმოქმედო ფონდის „სავსე გულით",  ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, რეკომენდაციებიც წარადგინეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „სავსე გულით" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა. მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების პიროვნულ და პროფესიულ გაძლიერებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებას გულისხმობს. 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner