logo_geo
eng_logo
ლიტვის ელჩი: მოხარული ვარ, რომ საქართველოში ლიტვური პური ისევე პოპულარულია, როგორც ხაჭაპური ვილნიუსში
- +

1 თებერვალი. 2017. 17:02


 

„ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში წარმოდგენილია ლიტვური პური, რომლის წარმოებასაც „ლიტვური საცხობი" ახორციელებს, - ამის შესახებ პორტალ „კვირას" პრესკლუბში საქართველოში ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა განაცხადა.


როგორც ლიტვის ელჩმა აღნიშნა, ვილნიუსში ხაჭაპური უფრო და უფრო პოპულარულია და ანალოგიურად ხდება საქარველოში ლიტვურ პურთან მიმართებაშიც, რაც მისი შეფასებით, მისასალმებელია.


„ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში წარმოდგენილია ლიტვური პური, რომლის წარმოებასაც „ლიტვური საცხობი" ახორციელებს. ეს არის ლიტვური სამზარეულოს შემადგენელი ნაწილი. როგორც ვილნიუსში ხაჭაპური უფრო და უფრო პოპულარულია, ანალოგიურად ხდება საქარველოში ლიტვურ პურთან მიმართებაშიც, და ეს მისასალმებელია. ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები ყოველდღიურად მიირთმევენ ამ პურს. ვიმედოვნებ, საუკეთესო, რაც შეგვიძლია მივცეთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ამას ვუზიარებთ. სიმართლე არის ის, რომ შავი პური არის უფრო ჯანსაღი, ვიდრე თეთრი", - განაცხადა ლიტვის ელჩმა.


„ლიტვური საცხობის" მიერ პურის ღებვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დღეს „კვირას" პრესკლუბში საქართველოში შპს „ლიტვური საცხობის" დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა არუნას მეშკაუსკასმა ლიტვის ელჩთან და ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილესთან ერთად გამართა პრესკონფერენცია.


„ლიტვური საცხობის" დირექტორი აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მისი კომპანია ნატურალურ პროდუქტს აწარმოებს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner