logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

1 თებერვალი. 2017. 18:31




ტემპერატურის ძლიერი ვარდნის გამო, ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე, მოედნის მიმდებარედ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 1000 მმ-იანი ფოლადის  წყალსადენის მაგისტრალური ქსელი დაზიანდა.

 

„ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანების ადგილზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, ქინძმარაულის მეორე შესახვევში და ჯავახეთის ქუჩაზე, სპეციალური ბრიგადები ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს  დაამონტაჟებენ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომავალში წყლის შეზღუდვის არეალს.

 

აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 1-ელ თებერვალს 18:15 საათიდან, 2 თებერვლის, დილის,  09:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

 

ისნის  რაიონში:

ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელის ქუჩებს და შესახვევებს; ქინძმარაულის II შესახვევს; სამრეწველოს დასახლების I და II ქუჩებს; ციხისძირის, ნარგიზის, თეთრი წყაროს, დიდგორის, დოდაშვილის, მანავის, ბოლნისის, წულუკიძის და მიმდებარე ქუჩებს;

 

სამგორის რაიონში:

მოსკოვის გამზირს; ნაკადულის, ოცხელების და იუნკერების ქუჩებს;

 

დამატებით ინფორმაციას კომპანია Facebook Live-ის საშუალებით შეგატყობინებთ.

 

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

 

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner