სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჯანმრთელობის გაუარესების გამო გერმანიაში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იბერია" ავრცელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა ადასტურებს. პატრიარქი გერმანიაში სპეციალური რეისით დაახლოებით ერთ საათში გაფრინდება.