„ბავშვთა სამყაროს" დირექტორის გიორგი მაჭავარიანის აზრით, შენობის შემოღობვითი სამუშაოები ხვალ საღამოსთვის დასრულდება.
როგორც გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა, დაწყებულია უსაფრთხოების ზომების გატარება, რაც შენობისთვის ჯებირების შემორტყმას გულისხმობს. მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოს შემდეგ იგეგმება შენობის შიდა პერიმეტრზე გამაგრებითი სამუშაოების წარმოება, რათა „ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულმა მოვაჭრეებმა შეძლონ შენობის ტერიტორიაზე შესვლა და მათი კუთვნილი ძვირფასეულობის უსაფრთხოდ გამოტანა.
ამ დროისთვის „ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების წარმომადგენლები იმყოფებიან. რაც შეეხება დაზარალებულ მოვაჭრეებს, ტერიტორიაზე მხოლოდ 50-მდე ადამიანია.