ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, ნაძალადევის რაიონში, ურდიას ქუჩაზე N183-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 1200 მმ-იანი გვირაბული წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით მიმდინარეობს, რადგან დაზიანება სამანქანო გზაზეა და ავტოსატრანსპორტო მოძრაობის ორმხრივ შეფერხებას იწვევს.
ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისაგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 6 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან ხვალ, 7 თებერვლის, დილის, 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
მუხრანის და ჟორდანიას ქუჩებს და შესახვევებს; თიანეთის, გლინკას, შენგელაიას, ბოგვის, ლიახვის, ურდიას და მიმდებარე ქუჩებს;
ჩუღურეთის რაიონში:
ხუდადოვის N137-ის სამხედრო კორპუსებს; რეხის ქუჩებს; ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებს;
ისნის რაიონში:
თელავის ქუჩის ნაწილს; წინანდლის ქუჩას და შესახვევებს; სამრეკლოს, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; ნავთლუღის I დასახლების ქუჩებს. ვაზისუბნის დასახლებას მთლიანად; მეტრომშენის დასახლებას და მოსკოვის გამზირს;
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.