„ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულთა ნაწილს შენობაში შესვლის შესაძლებლობა გუშინ პირველად მიეცა. მათთან ერთად შენობაში სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებიც შევიდნენ.
რამდენიმე ადამიანმა საკუთარი ნივთების ნაწილის გამოტანა შეძლო. დაზარალებულების განცხადებით, ძვირფასი ლითონები დამდნარია, თუმცა ფიქრობენ, რომ იმის გარკვევას შეძლებენ, ვისი კუთვნილია ესა თუ ის ნივთი.
დაზარალებულების დამწვარ შენობაში შეშვება დაბნელების შემდეგ შეწყდა და პროცესი დღეს გაგრძელდება.
უსაფრთხოების მიზნით, შენობის შემოღობვითი სამუშაოები გრძელდება.