logo_geo
eng_logo
„ოქროს სამყაროს“ მოვაჭრეთა ნაწილის თქმით, მათი კუთვნილი ძვირფასეულობა განადგურებულია
- +

6 თებერვალი. 2017. 12:38




„ოქროს სამყაროს" მოვაჭრეთა ნაწილის თქმით, მათი კუთვნილი ძვირფასეულობა სრულად განადგურებულია. როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ ლუიზა შოთაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შესვლის უფლება მისცეს, თუმცა სრულად განადგურებულია რამდენიმე ერთეული დახლი, სადაც მათი კუთვნილი ძვირფასეულობა იყო.


„სრულად განადგურებულია ძვირფასეულობა. შეუძლებელია იქიდან რაიმეს ამორჩევა, ჩაწოლილია იატაკი. რაც შეეხება ზარალს, რამდენიმე ათეულ ათასზეა საუბარი", - განაცხადა ლუიზა შოთაშვილმა.


„ოქროს სამყაროს" ტერიტორიაზე მოვაჭრეებს საკუთარი ნივთების გამოტანის საშუალება ეძლევათ. ისინი ტერიტორიაზე ეტაპობრივად შედიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner