„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პაატა ქურდაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სტრატეგიული მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.
მაღლაფერიძემ თავისი გუნდის წევრებად წარადგინა ელენე მიხაილოვა, გიორგი გვიმრაძე, ია ანთაძე, თინათინ ბერძენიშვილი და ნოდარ ჭიჭინაძე.
აქვე, ვასილ მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების სამწლიანი გეგმაც წარადგინა.