logo_geo
eng_logo
„გალტ & თაგარტი“ კორპორაციული ობლიგაციების განთასვების კუთხით კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა
- +

7 თებერვალი. 2017. 12:34



სს „გალტ & თაგარტი" („გალტ & თაგარტი") კომპანია Cbonds-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, მთელ კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა, კორპორაციული ობლიგაციების განთავსების კუთხით.


„საქართველოში, სასესხო კაპიტალის ბაზარის განვითარებაში „გალტ & თაგარტი" მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა რეგიონში წამყვან პოზიციებზე ყოფნა. ქართულ კომპანიებს, რომელთაც ძლიერი კორპორაციული მმართველობა აქვს, „გალტ & თაგარტი" აქტიური მხარდაჭერით, შესაძლებლობას აძლევს, მოახდინონ დაფინანსების  სტრუქტურის დივერსიფიკაცია, კორპორატიული ობლიგაციებით ფულის მოზიდვის საშუალებით. მხოლოდ 2016 წელს „გალტ & თაგარტი" 7 გარიგებაში წარმოადგენდა ობლიგაციების განთავსების აგენტს და ლიდ-მენეჯერს. ამ განთავსებების მეშვეობით ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი კლიენტებისთვის წარმატებით მოგვეზიდა 311 მილიონი ლარი და 30 მილიონი აშშ დოლარი. ბოლოდროინდელი აქტივობის და მოვლენათა განვითარების შედეგად, სასესხო კაპიტალის ქართული ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება წამყვანი კორპორაციებისათვის და საერთაშორისო ინვესტორებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი" მომავალშიც შეინარჩუნებს ლიდერი სინვესტიციო ბანკის პოზიციას რეგიონში", - განაცხადა „გალტ & თაგარტის" მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner