logo_geo
eng_logo
ია ანთაძე: ამ ქვეყანაში სულ იყო და არის მოთხოვნა, რომ მოხდეს საბიუჯეტო თანხების ოპტიმიზაცია
- +

7 თებერვალი. 2017. 13:33



„ამ ქვეყანაში სულ იყო და არის მოთხოვნა, რომ მოხდეს საბიუჯეტო თანხების ოპტიმიაცია და სწორედ ის, რომ სადაც ბიუჯეტი არის გაბერილი, უნდა შემცირდეს", - აღნიშნული განცხადება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ მეორე არხის თოქ-შოუ  „არგუმენტების დროში" გააკეთა.


„არის მოთხოვნა, რომ მაგალითად, სამინისტროებმა გაუშვან თანამშრომლები. სულ არის საუბარი იმაზე, რომ თვითონ სამინისტროებიც უნდა შემცირდეს, რადგან ჩვენ ძალიან დიდი ტვირთი გვაქვს ბიუჯეტისთვის აკიდებული.  მოთხოვნაა მათ შორის რიგითი თანამშრომლების შემცირებაზეც, რომლებიც არიან ბიუჯეტის კისერზე. ბევრჯერ მსმენია, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში" ძალიან ბევრი თანამშრომელია, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება,  მიუხედავად იმისა, რეიტინგი ეცემა და არ არის არანაირ კორელაციაში თანამშრომელთა რაოდენობა და ნდობა „საზოგადოებრივის" მიმართ და ხარისხი იმ გადაცემებისა, რომლებიც აქ მზადდება", - განაცხადა ანთაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner