საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.