logo_geo
eng_logo
საჯარო ბაღებში ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეც-პედაგოგების შესარჩევად კონკურსი ცხადდება
- +

8 თებერვალი. 2017. 14:25




ა(ა)იპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აგრძელებს პროფესიონალი კადრების შერჩევას ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც-პედაგოგის პოზიციის დასაკავებლად.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 28 თებერვლამდე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკადრო სამსახურს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:


რეზიუმე (CV);

პირადობის მოწმობის ასლი;

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები სპეციალური პედაგოგის პოზიციისათვის:


უმაღლესი განათლება სპეციალური პედაგოგიკის სფეროში;

სპეც-პედაგოგად მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ბავშვებისათვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;

ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა;

კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისათვის;

სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები ფსიქოლოგის პოზიციისათვის:

 

უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (სასურველია, იყოს ბავშვის განვითარების ფსიქოლოგი);

ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;

ქცევის ანალიზის სტრატეგიების ცოდნა;

ქცევის პოზიტიური მართვის მიდგომის ცოდნა;

ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა;

კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისათვის;

სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები ლოგოპედის პოზიციისათვის:


უმაღლესი განათლება  ლოგოპედის ან მეტყველების თერაპევტის კვალიფიკაციით;

ლოგოპედად  მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;

ბგერების სწორად წარმოთქმის სავარჯიშოების ცოდნა;

ბავშვის ქცევის პოზიტიურ მართვის ცოდნა;

ბავშვის უფლებათა კონვენციის ცოდნა;

კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისათვის.


გასაუბრება დაგეგმილია 6 და 7 მარტს. გასაუბრების ზუსტი დროის შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ სმს-შეტყობინების სახით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner