ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-4 მიკრორაიონში, N154-ე სკოლის მიმდებარედ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკურ-აღდგენითი ჯგუფები ურთულეს სამუშაოებს ასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.
"დაზიანება, თემქის მე-4 მიკრორაიონში, 900 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალურ ქსელზეა, რაც ბოლო პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის ფონზე ქსელის დეფორმაციამ გამოიწვია. წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი 3 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული. ფოლადის მაგისტრალური ქსელის მთლიანობის აღსადგენად ტექნიკური ჯგუფები ურთულეს შედუღებით სამუშაოებს ჩაატარებენ.
ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 8 თებერვალს, საღამოს 20:00 საათიდან, ხვალ, 9 თებერვლის, 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში: გმირ კურსანტთა ქუჩას.
ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილის გამზირის ნაწილს, სანზონის დასახლების ნაწილს, ცოტნე დადიანის, თიანეთის, ჩარგლის ქუჩების ნაწილს და გვაზაურის მე-2 გასავალს. ჟინვალის, ზიგზაგის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, მეუნარგიას, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.