logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ურთულეს სამუშაოებს ასრულებს
- +

8 თებერვალი. 2017. 16:30


ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-4 მიკრორაიონში,  N154-ე სკოლის მიმდებარედ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"  ტექნიკურ-აღდგენითი ჯგუფები ურთულეს სამუშაოებს ასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. 


"დაზიანება, თემქის მე-4 მიკრორაიონში, 900 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალურ ქსელზეა, რაც ბოლო პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის ფონზე  ქსელის დეფორმაციამ გამოიწვია.  წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი 3 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული. ფოლადის მაგისტრალური ქსელის მთლიანობის აღსადგენად ტექნიკური ჯგუფები ურთულეს შედუღებით სამუშაოებს  ჩაატარებენ. 


ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური  ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 8 თებერვალს, საღამოს 20:00 საათიდან, ხვალ, 9 თებერვლის, 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: გმირ კურსანტთა ქუჩას.


ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილის გამზირის ნაწილს, სანზონის დასახლების ნაწილს, ცოტნე დადიანის, თიანეთის, ჩარგლის ქუჩების ნაწილს და გვაზაურის  მე-2 გასავალს. ჟინვალის, ზიგზაგის,  კნოლევის, დაისის, იმერეთის, მეუნარგიას, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს.


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.


დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner