„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებასთან ერთად უნდა შევიმუშავოთ ზუსტი კრიტერიუმები, რომელიც იქნება სამართლიანი და ვთქვათ, რომ ამ 101 გადაცემიდან სხვადასხვა პლატფორმაზე რამდენი იქნება შენარჩუნებული, მაგრამ ამისთვის უნდა შევიმუშავოთ კრიტერიუმები", - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა. როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, მზად არის ტელევიზიის თანამშრომლებთან ერთად განვითარების ალტერნატიულ ხედვას გაეცნოს და ერთობლივი მსჯელობის შემდეგ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ თანამშრომელს არ დააზარალებს.
„ერთად ვიმსჯელოთ, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალური დანაკარგით. ის, რომ თითოეული ადამიანის ბედი იქნეს გათვალისწინებული.
მე დაველოდები როგორ ხედვას წარმოადგენენ ეს ადამიანები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობენ აქ და აქვთ დიდი გამოცდილება, ამიტომ მათი ხედვა, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება.
არა უბრალოდ კრიტიკა და ლანძღვა, არამედ ფურცელზე დაწერილი გეგმა, ჯერჯერობით მე ასეთი წინადადება ვერ მოვისმინე" , - აღნიშნა მაღლაფერიძემ.