თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას ახალი ალბომის „ეს თბილისია" პრეზენტაციისას, მოულოდნელად, მსახიობი კახი კავსაძე ანსამბლ „ბასიანის" წევრებს შეუერთდა და ამღერდა.
მსახიობმა მომღერლებთან ერთად „საეკლესიო მრავალჟამიერი" შეასრულა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.