logo_geo
eng_logo
„გვყავს კონკურენტი ტელევიზიები, რომლებიც ცაში დანავარდობენ და ჩვენ გვაქვს მაუწყებელი, რომელიც მიწაზეა გართხმული“
- +

9 თებერვალი. 2017. 19:46



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მრჩეველემ ია ანთაძემ განაცხადა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი სამწლიანი გეგმა მიზნად ისახავს ტელევიზიის გაძლიერებას და მის უფრო კონკურენტუნარიანად გარდაქმნას.


„გვყავს კონკურენტი ტელევიზიები, რომლებიც ცაში დანავარდობენ და ჩვენ გვაქვს მაუწყებელი, რომელიც მიწაზეა გართხმული. ეს არის რეიტინგების სურათი. შეხვედრის დროს მაუწყებელზე არსებული სიტუაცია შეფასდა ძალიან მძიმედ. „ბორდი" ყველაფერში გვეთანხმება, რაც ეხება ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებას. ჩვენი მიზანია, ტელევიზია განვითარდეს და გახდეს ლიდერი მედიაბაზარზე და თუ პრემიერიც ასე ფიქრობს, ეს ჩვენთვის სასიამოვნოა", - განაცხადა ია ანთაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner