logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით საუბარიც კი ზედმეტია რაიმე კონკურენციის გაწევაზე
- +

9 თებერვალი. 2017. 19:46



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს ბორდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ ტელევიზიის წარმატება და ეფექტურობა უნდა შეფასდეს, თუ როგორ დაიკავებს ის რეიტინგებში ადგილს. მისივე თქმით, ტელევიზიების სამუშაოს ეფექტურობა იზომება სარეკლამო ბაზარზე წილის მოპოვებით, რასაც რეიტინგი განსაზღვრავს.


„როდესაც ვსაუბრობთ ტელევიზიის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, თუ ამ მედიაბაზარზე კონკურენციაში უნდა შევიდეს „საზოგადოებრივი მაუწყებელი", ამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით საუბარიც კი ზედმეტია რაიმე კონკურენციის გაწევაზე. ვინც ოდნავ იცის ტელებიზნესი როგორ წარმოებს, ეს არის 10 წლის წინანდელი, ჩამორჩენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მაგრამ, თუ სხვა გზა იქნება არჩეული საზოგადოებაში, ეს სხვა გზა იქნება.

 

მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მართალია რეკლამაზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მისი მუშაობის წარმატება და ეფექტურობა უნდა შეფასდეს როგორ დავიკავებთ ამ რეიტინგებში ჩვენს ადგილს. თუ იქნება სხვა ხედვა წარმოდგენილი მერე ვილაპარაკოთ სხვაზე. მე ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ამის სხვა მექანიზმი არ არსებობს", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


რაც შეეხება „საზოგადოებრივი მაუწყებელის" საკითხზე, პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომ "პრემიერმა გეგმა მოიწონა". ვასილ მაღლაფერიძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არ მოუსმენია.


„არ მომისმენია და არ ვიცი რა მოიწონა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა. თუ ასეა, ძალიანაც კარგი იქნება. გეგმის მოწონება კი არა, უარესიც მინახავს, როგორ ეკუთვნოდათ "ზოგიერთი ტელევიზიები, ზოგიერთ ქვეყნებში, ზოგიერთი სახელმწიფოს მეთაურებს". არ ვიცი, თუ მოიწონა ძალიან კარგია, მაგრამ არ მომისმენია, ბორდის სხდომაზე ვიყავი", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner