logo_geo
eng_logo
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
- +

9 თებერვალი. 2017. 22:25


გლდანის რაიონში, ზაჰესში, ავჭალის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 1400 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა, რაც ბოლო პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის ფონზე  ქსელის დეფორმაციამ გამოიწვია. 


დაზიანების ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და  ქსელის აღსადგენად, 3 მეტრი სიღრმეზე, მოსამზადებელი სამუშაოები, დღეს, დილიდან მიმდინარეობს.


წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთის მთლიანობის აღსადგენად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 9 თებერვალს, ღამის 00:00 საათიდან, ხვალ 10 თებერვლის დილის 06:00 საათამდე  წყალმომარაგება შეეზღუდება:


ვაკის რაიონში: 


ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩას და მიკრო რაიონებს, ჯიქიას, ქავთარაძის, დელისის I, II, III  ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩის ნაწილს,  წყნეთის გზატკეცილს, ყიფშიძის, კეკელიძის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს.


საბურთალოს რაიონში: ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვ. ჩიქოვანის და ზაქარიაძის ქუჩებს, ვაჟაფშაველას გამზირის ნაწილს.


სოფელ დიღომში -  ვაშაძის, თამარ მეფის, მესხის, გორგასლის ქუჩებს, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე კორპუსებს.


მთაწმინდის რაიონში:

ჭონქაძის, სავანელის, გერგეთის, მესხის, კოჯრის,  და მიმდებარე ქუჩებს.


წყალი დაბალი წნევით მიეწოდება:

დიდი დიღომს.  


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner