გლდანის რაიონში, ზაჰესში, ავჭალის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 1400 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა, რაც ბოლო პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის ფონზე ქსელის დეფორმაციამ გამოიწვია.
დაზიანების ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და ქსელის აღსადგენად, 3 მეტრი სიღრმეზე, მოსამზადებელი სამუშაოები, დღეს, დილიდან მიმდინარეობს.
წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთის მთლიანობის აღსადგენად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 9 თებერვალს, ღამის 00:00 საათიდან, ხვალ 10 თებერვლის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩას და მიკრო რაიონებს, ჯიქიას, ქავთარაძის, დელისის I, II, III ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, წყნეთის გზატკეცილს, ყიფშიძის, კეკელიძის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში: ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვ. ჩიქოვანის და ზაქარიაძის ქუჩებს, ვაჟაფშაველას გამზირის ნაწილს.
სოფელ დიღომში - ვაშაძის, თამარ მეფის, მესხის, გორგასლის ქუჩებს, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე კორპუსებს.
მთაწმინდის რაიონში:
ჭონქაძის, სავანელის, გერგეთის, მესხის, კოჯრის, და მიმდებარე ქუჩებს.
წყალი დაბალი წნევით მიეწოდება:
დიდი დიღომს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.