ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი, ჟურნალისტებს არაოფიციალურ გარემოში შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.
როგორც მეძმარიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, სასამართლოში ბრძოლას ბოლომდე აპირებს. მან კონკრეტულ დარღვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კონკურენტს გამარჯვება მიულოცა, თუმცა არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა, რომ დარღვევებია.
„მილოცვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არის უამრავი დარღვევა, ის საბუთები, რაც გვაქვს, კმარა, რომ გაუქმდეს კრების გადაწყვეტილება. თუკი დამტკიცდება და მე ვთვლი, რომ დამტკიცდება ერთი ორგანიზაციის დარღვევა მაინც, ეს უკვე საფუძველია სასამართლოსთვის, რომ გააუქმოს 23 დეკებრის გადაწყვეტილება", - განაცხადა ირაკლი მეძმარიშვილმა.
ირაკლი მეძმარიაშვილმა სასამართლოს უკვე მიმართა.