აეროპორტის ტრასაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ათამდე ავტომობილი და ერთი ავტობუსია დაზიანებული. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა, რამაც შემდგომში სხვა ავტომობილების შეჯახება გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.