სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ქირურგიული ოპერაცია 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზე ჩაუტარდება.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ - ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა, რომლის საფუძველზეც ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
შეეგახსენებთ, რომ პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.