logo_geo
eng_logo
ილია მეორეს ოპერაცია 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზე ჩაუტარდება
- +

12 თებერვალი. 2017. 00:05



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ქირურგიული ოპერაცია 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზე ჩაუტარდება.


საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ - ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა, რომლის საფუძველზეც ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.


შეეგახსენებთ, რომ პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner