logo_geo
eng_logo
საპატრიარქო ილია მეორის დაცვის უფროსის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს
- +

12 თებერვალი. 2017. 13:34



საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.


„პირველს" საპატრიარქოში განუცხადეს, რომ ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ილია მეორეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.


პატრიარქი ილია მეორე რამდენიმე დღეა გერმანიაში იმყოფება, სადაც მას გერმანელი მედიკოსები ნაღვლის ბუშტის ოპერაციას ჩაუტარებენ. ოპერაციის ჩატარება 13 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner