სამების საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა იქადაგა, რის შემდეგაც ტაძარში შეკრებილ მრევლს შეახსენა, რომ 13 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება იგეგმება და მოუწოდა მათ, ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობისთვის.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული. ერთად ვილოცოთ საქართველოს პატრიარქისთვის", - განაცხადა არქიმანდრიტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავ