logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
- +

13 თებერვალი. 2017. 11:38



კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის N12-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 250 მმ-იანი ფოლადის  წყალსადენის ქსელი დაზიანდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს.

 

„ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და  ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

 

წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 13 თებერვალს დილის 09:00 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე  წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

კრწანისის რაიონში:

 

რუსთავის გზატკეცილის  N1-დან N247-მდე და N 2-დან N 44-მდე.

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  http://www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner