სამგორის რაიონში, ვარკეთილის ზემო პლატოს II მკ/რ-ის N25-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 500 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დაზიანების ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 13 თებერვალს, 07:30 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
სამგორის რაიონში:
ზემო პლატოს დასახლებას; კალოუბნის და ხომლელის ქუჩების ნაწილს; აეროდრომის დასახლების VII - XIV ქუჩებს; ჯავახეთის I და II შესახვევებს; სამხედროს დასახლებაში: აბაშვილის ქუჩას;
ისნის რაიონში:
წულუკიძის III შესახვევს; გიორგაძის, წულუკიძის და მიმდებარე ქუჩებს; კახეთის გზატკეცილის ნაწილს.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.